მსოფლიო
03/07/2020

მალე Boeing 747-ის წარმოება შეწყდება

Boeing 747-ის წარმოება მალე შეწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებში ამ მოდელის პოპულარულობის მიუხედავად, უმეტეს მარშრუტებზე ლაინერი აღარ არის მოთხოვნადი, ამიტომ 2016 წლიდან Boeing-ი ყოველ გამოშვებულ მოდელზე 40 მლნ დოლარს კარგავს.

სააგენტოს ცნობით, ბოლო Boeing 747-8 -ს ააწყობენ სიეტლში მდებარე საწარმოში.

„ნახევარი საუკუნის წინ წარდგენილმა თვითმფრინავმა თითქმის გაანადგურა კორპორაცია," - წერს Bloomberg-ი და აღნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე 1571 ლაინერია გამოშვებული.  

ბოლო სამგზავრო ვარიანტზე შეკვეთა 2017 წელს გაკეთდა, ლაინერი უნდა გახდეს აშშ-ს პრეზიდენტის საჭიროებებისთვის ნომერი პირველი ბორტი.

ამ დროისათვის, კომპანიას 15 ლაინერზე აქვს შეკვეთა, საიდანაც 12 -ი United Parcel Service-ს ეკუთვნის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022