მსოფლიო
25/02/2022

მაკრონი მზადაა რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლის როლი შეასრულოს

საფრანგეთი რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლის როლის შესასრულებლად მზადაა. ქვეყნის პრეზიდენტმა მხარეებისთვის შეთავაზება უკვე გააკეთა.

"ჩემი პასუხისმგებლობაა, დავთანხმდე ინიციატივებს, როდესაც მათ უკრაინა მოითხოვს, რათა დაგმობისას, სანქციებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს დავტოვო ეს გზა ღია", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია საომარი მოქმედებების შეწყვეტა.