მსოფლიო
07/03/2022

Levi's რუსეთის ბაზარს ტოვებს

Levi's რუსეთის ბაზარს ტოვებს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზოგიერთმა ფირმამ, მათ შორის Apple-მა, Netflix-მა, Zara-მ და Jaguar Land Rover-მა, განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობასშეაჩერებენ.

ამ სიას სულ უფრო მეტი კომპანია უერთდება.

ამერიკულმა ჯინსების ფირმამ Levi's–მა თქვა, რომ გასულ წელს მისი წმინდა გაყიდვების დაახლოებით ნახევარი აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ ”ნებისმიერი ბიზნეს მოსაზრებები აშკარად მეორეხარისხოვანია იმ ტანჯვის ფონზე, რომელსაც ახლა ბევრი ადამიანი განიცდის ”.

ავეჯის შვედური გიგანტი Ikea ასევე აჩერებს თავის საქმიანობას რუსეთში, კიდევ ერთმა შვედურმა კომპანია H&M-მა, უკვე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ბრენდი მიჰყვება მას.

რუსეთი 2021 წელს მეხუთე უმსხვილესი ევროპული საცალო ბაზარი იყო, მისი ღირებულება 337,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. „ზოგიერთ ბრენდს შეიძლება არ სურდეს ხიდების დაწვა, თუ არსებობს მოგვიანებით დაბრუნების შანსი.“

სწორედ ამიტომ, ბევრი ფირმა, მათ შორის ძვირადღირებული საცალო მოვაჭრეები, როგორიცაა Burberry და Chanel, უბრალოდ ამბობენ, რომ ისინი "აჩერებენ" გაყიდვებს, დროებით ხურავენ მაღაზიებს და არა სამუდამოდ.