მსოფლიო
05/02/2021

კომპანია Firefly-მ მთვარეზე ტვირთის მისატანად NASA-სგან შეკვეთა მიიღო

აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველომ (NASA) ამერიკულ კომპანია Firefly Aerospace-ს მთვარეზე სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის მიწოდება შეუკვთა, - ინფორმაციას NASA-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

საუბარია 93,3 მლნ დოლარის ათი კვლევით და ტექნოლოგიურ ნიმუშის სერიაზე, რომლებიც კომპანიამ მთვარეზე 2023 წელს უნდა მიიტანოს.

ხელშეკრულება ორგანიზაციის კერძო პარტნიორების მიერ მთვარეზე სამეცნიერო და ტექნიკური აღჭურვილობის მიტანის ინიციატივის ფარგლებში გაფორმდა, - ინიციატივა პროგრამა Artemis-ის ნაწილია.

ცნობისთვის, NASA-ამ მთვარის პროგრამის Artemis-ის განახლებული ვერსია 2020 წლის სექტემბერში წარადგინა. მაშინ უწყებაში განაცხადეს, რომ Artemis-ის პროგრამის პირველი ეტაპის Artemis 1-ის განოხორციელება 2021 წელსაა დაგეგმილი. ამ ეტაპის განმავლობაში განხორციელდება ხომალდ Orion-ის უპილოტო ფრენა მთვარის გარშემო. 2023 წლისთვის იეგმება Artemis 2, რომლის ფარგლებშიც მთვარეს ხომალდი Orion ბორტზე მყოფი ეკიპაჟით შემოუფრენს. მესამე ეტაპის ფარგლებში კი, 2014 წელს ასტრონავტების ჯგუფი მთვარეზე დაეშვება.

Businesspartner