მსოფლიო
26/02/2022
კიევში შეტაკებებია, მერია მოქალაქეებს მოუწოდებს ქუჩაში არ გავიდნენ
კიევის ქუჩებში სროლის ხმა ისმის.
როგორც BBC წერს, შეტაკებების გამო, კიევის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გავიდნენ ქუჩაში.
"ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დაიცვათ სიმშვიდე და მაქსიმალურად იყავით ფრთხილად. თუ თავშესაფარში ხართ, არ დატოვოთ. თუ სახლში ხართ - არ მიხვიდეთ ფანჯრებთან, არ გახვიდეთ აივნებზე", - აცხადებენ ქალაქის ადმინისტრაციაში.