მსოფლიო
18/10/2022

კანიე უესტი სოციალური მედიის პლატფორმა Parler-ს ყიდულობს

კანიე უესტი სოციალური მედიის პლატფორმა Parler-ს ყიდულობს.

ამ ამბავს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ გასულ კვირას ვარსკვლავის Twitter-ისა და Instagram-ის ანგარიშები დაიბლოკა, მას შემდეგ რაც მან ანტისემიტური შეტყობინებები გამოაქვეყნა.

"მსოფლიოში, სადაც კონსერვატიული მოსაზრებები საკამათოა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს თავისუფლად გამოხატვის უფლება"- განაცხადა კანიე უესტმა, რომლის ქონებაც 2 მლრდ-ად არის შეფასებული.  

Parler-ს ძირითადად ამერიკელი კონსერვატორები იყენებენ, როგორც "თავისუფალი სიტყვის" ალტერნატივას მეინსტრიმ პლატფორმებისთვის.

"თქვენ არასდროს გექნებათ იმის შიში, რომ მოგაშორებენ სოციალური მედიიდან", - ასე მიმართა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ფერმერმა კანიე უესტს.

BBC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, Parler-ის შესყიდვა 2022 წლის ბოლოს მოხდება.

Sensor Tower-ის თანახმად, აპი გასულ თვეში გლობალურად 90 000-ჯერ ჩამოიტვირთა, მაშინ როდესაც Twitter-ზე 9 მილიონი ჩამოტვირთული იყო.