მსოფლიო
24/02/2022

ირაკლი კობახიძე : ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა, სოლიდარობა უკრაინას

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!!! სოლიდარობა უკრაინას!!!– წერს, კობახიძე ოფიციალურ Facebook გვერდზე. 

რუსეთმა უკრაინაში ომი გამთენიისას დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების ხმა ისმის უკრაინის ყველა ქალაქში, მათ შორის კიევშიც.

უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.