მსოფლიო
24/02/2022

ირაკლი ღარიბაშვილი: სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია."– წერს ღარიბაშვილი Twitter-ზე. 

Businesspartner