მსოფლიო
01/11/2021

ინვესტორებს META კანადურ კომპანია Meta Materials-ში აერიათ

ფეისბუქის რებრენდინგისა და ახალი სახელწოდება META-ს გაჟღერების შემდეგ, კომპანია Meta Materials-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Meta Materials კომპიუტერული ტექნიკისა და მასალების კანადური კომპანიაა და „ფეისბუქთან“ არავითარი კავშირი არ აქვს.

მისი სახელწოდების გამო ტრეიდერებს ის მარკ ცუკერბერგის META-ში აერიათ. ამ შეცდომის გამო, Meta Materials-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1.5 მილიარდს მიაღწია.

Meta Materials-ის სათაო ოფისი კანადის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ დარტმუთში მდებარეობს და ცუკერბერგის კომპანიასთან დაახლოებით, 6000 კმ აშორებს. რეალურად კი, ფეისბუქის აქციები META-ს სავაჭრო ნიშნით ბირჟებზე 1 დეკემბრიდან გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს კომპანიის სახელი აერიათ. 2019 წლის აპრილში, უკაბელო კომუნიკაციების პატარა ჩინური კომპანია Zoom Technologies 80%-ით გაიზარდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც NASDAQ ბირჟაზე ვიდეო ჩეთის Zoom Video Communications-ის ხმაურიანი დებიუტი შედგა.

მსგავსი გაუგებრობის გამო, მიმდინარე წლის იანვარში, უცნობმა კომპანიამ, სახელად Signal Advance-მაც იხეირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ილონ მასკმა თავის მიმდევრებს Twitter-ში მიმართა და გამოაქვეყნა „გამოიყენე სიგნალი“, რაც დაშიფრული შეტყობინებების აპს გულისხმობდა Messenger-ის, WhatsApp-ისა და Apple-ის iMessage-ის ალტერნატივად. ინვესტორების შეცდომის გამო, პატარა კომპანია Signal Advance-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1100%-ით გაიზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023