ფოტო: META
მსოფლიო
27/06/2022

Instagram–ზე მოზარდებს ასაკის ვერიფიკაცია ვიდეო სელფით მოუწევთ

Instagram–ი თინეიჯერებისთვის პლატფორმის წესების დასაცავად ახალ გზებს ეძებს. 

Meta-ს კუთვნილი აპლიკაცია, ვიდეო სელფებს სახის პროგრამული ანალიზისთვის გამოიყენებს, როგორც ასაკის გადამოწმების ახალი მეთოდი.

Instagram–ის ზოგიერთი მომხმარებელი ცდილობს დარეგისტრირდეს არასწორი მონაცემით და პლატფორმაზე დაწესებული ასაკობრივი ზღვარი გადალახონ.

"არსებობს პოტენციალი, რომ ახალი მეთოდით ბავშვებს დავეხმაროთ თავი აარიდონ მათთვის არასასურველი შინაარსის კონტენტს და მათი ინტერნეტ გამოცდილება უფრო ასაკთან შესაბამისი გავხადხოთ."– ამბობს, უილ გარდნერ OBE, Childnet-ის აღმასრულებელი დირექტორი და გაერთიანებული სამეფოს "უსაფრთხო ინტერნეტ ცენტრის" დირექტორი.

5Rights Foundation, ბრიტანული ორგანიზაციაა, რომელიც ეწევა კამპანიას "ბავშვთა უსაფრთხოება ციფრულ გარემოში", ამბობს, რომ ასეთი მცდელობები დაგვიანებულიც კი არის.

თინეიჯერი მომხმარებლების მშობლებს და მეურვეებს დამატებითი ინსტრუმენტები მიეცათ, რათა ზედამხედველობდნენ თავიანთი შვილის Instagram ექაუნთს.

ახლა მათ შეუძლიათ დააყენონ დროის ლიმიტები და ნახონ დეტალები მათი შვილის მიერ პლატფორმაზე გაკეთებული ნებისმიერი აქტივობის შესახებ.