ფოტო: middleeasteye
მსოფლიო
04/03/2022

IMF და WB უკრაინას $5.2 მლრდ-ს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უკრაინას თანადგომას უცხადებს და ადამიანური თუ ეკონომიკური ზარალით შეძრწუნებულია.

საფინანსო ინსტიტუტები განმარტავენ, რომ ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე, იზრდება ფასები და ინფლაციის რისკები, რაც ღარიბ მოსახლეობას განსაკუთრებით აზარალებს. ამავდროულად კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტები ფინანსურ ბაზრებზე გართულებებს ელიან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ უკრაინის სწრაფი დაფინანსების მოთხოვნას დროულად უპასუხა და მის განხილვას საბჭო მომავალ კვირაში გეგმავს.

ფონდი ასევე მუშაობს უკრაინის ე.წ Stand-by Arrangement პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც დამატებითი $2.2 მილიარდია ხელმისაწვდომი ივნისის ბოლომდე.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, ის $3 მლრდ-ის მხარდაჭერის პაკეტს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება.