ილონ მასკთან $44 მლრდ–იანი გარიგების ჩაშლის შემდეგ, Twitter–ის აქციები დაეცა
Twitter-ის აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც ილონ მასკმა $44 მლრდ–ის გარეგიებაზე უარი განაცხადა.
ორშაბათს ვაჭრობის დახურვისას Twitter-ის აქციების ფასი დაახლოებით $32,64 იყო, ხოლო აპრილში, როდესაც გარიგების შესახებ გახდა ცნობილი აქციების ფასი $54,20-ს შეადგენდა.
მასკმა უკან დაიხია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ Twitter-მა ვერ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია საიტზე არსებული სპამისა და ყალბი ანგარიშების რაოდენობის შესახებ.
Twitter სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავს, ამისათვის კი აშშ-ს წამყვანი იურიდიული ფირმა Wachtell Lipton Rosen & Katz დაიქირავა– ამის შესახებ BBC წერს.
"Twitter–ის საბჭო მზად არის დახუროს ტრანზაქცია მისტერ მასკთან შეთანხმებული ფასით და პირობებით. ეს იქნება დიდი ბრძოლა, მაგრამ მშვიდად მოგვარდება", - წერს მისი თავმჯდომარე ბრეტ ტეილორი.
ცნობისთვის, როდესაც მასკი პირველად დათანხმდა გარიგებას, თქვა, რომ საიტის გაუმჯობესება სურდა "ბოტების დამარცხებით და ყველა ადამიანის ავთენტიფიკაციით. მან ასევე აღნიშნა, რომ Twitter-ს დიდი ხანია პრობლემა აქვს ავტომატიზებულ, ეგრეთ წოდებულ "ბოტებთან" დაკავშირებით, რომლებიც დაუნდობლად გამოიყენებენ არასასარგებლო ან შეცდომაში შემყვან კონტენტს.
აღსანიშნავია, რომ გარიგების გამოცხადების შემდეგ, ელექტრომობილების ფირმა Tesla-ს აქციები დაახლოებით 20%-ით დაეცა. შემდეგ მისტერ მასკმა გაყიდა Tesla-ს დაახლოებით 8,5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ მირებული თანხა ხელს შეუწყობდა გარიგების დაფინანსებას.