მსოფლიო
28/10/2022
ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა
აშშ-ის მედიისა და ფირმის ინვესტორის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ელონ მასკმა, დაასრულა 44 მილიარდი დოლარის გარიგება და Twitter-ი იყიდა.
მან Twitter-ზე დაწერა "ჩიტი გათავისუფლდა", რითაც გარიგების დახურვაზე მიუთითა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ბოსი, პარაგ აგრავალი, გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, როდესაც მასკმა პირველად განაცხადა Twitter-ის მიმართ ინტერესსზე ამბობდა, რომ სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის საფუძველი, ხოლო Twitter არის ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც განიხილება კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები. ამასთან, Twitter–ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პლატფორმა უკეთესი უნდა გახდეს.