მსოფლიო
09/11/2022
ილონ მასკმა Tesla-ს $4 მლრდ-ის აქცია გაყიდა
ილონ მასკმა ელექტრო მანქანების მწარმოებელი Tesla-ს კიდევ 19,5 მლნ აქცია გაყიდა, რომლის ღირებულება $3,95 მილიარდია.
Tesla-ს აქციების ფასი მიმდინარე წლის დასაწყისიდან 50%-ზე მეტით დაეცა. ამასთან, Tesla-ს მოუწია 40 000-ზე მეტი ავტომობილის აშშ-ს ბაზრიდან გაწვევა, მათი ელექტროგადამცემი სისტემის პოტენციური პრობლემის გამო.
ბოლო გაყიდვების მიზეზი, რომელიც გასულ კვირას განხორციელდა, ჯერ არ არის გამჟღავნებული.
ჯამში, მასკის მიერ გაყიდული Tesla-ს აქციების მთლიანი ღირებულება თითქმის $20 მლრდ-ს შეადგენს. მან Tesla-ს 8,5 მილიარდის აქციები მიმდინარე წლის აპრილში გაყიდა და დაახლოებით $7 მილიარდის აგვისტოში.
შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ილონ მასკმა Twitter-ი 44 მლრდ-ად შეიძინა.