მსოფლიო
28/02/2023
ილონ მასკმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაიბრუნა
Bloomberg-ის მონაცემებით, ილონ მასკმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაიბრუნა.
გასული წლის დეკემბერში, ფრანგული ლუქს ბრენდის LVMH (LVMHF) აღმასრულებელმა დირექტორმა - ბერნარდ არნომ, ილონ მასკი მდიდარი ადმიანების სიის პირველი ადგილიდან ჩამოაქვეითა. შედეგად, Tesla -ს გენერალური დირექტორი, სიაში მეორე ადგილს ორ თვეზე მეტ ხანს იკავებდა.
თუმცა, ორშაბათის მდგომარეობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ Tesla-ს აქციების აღდგენამ მასკი რეალურ დროში მილიარდერთა ინდექსის სათავეში აიყვანა.
Bloomberg-ის მონაცემებით, მასკის წმინდა ქონებამ ბაზრების დახურვის შემდეგ, ორშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით 187,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კი არნოს ქონებას მხოლოდ $185.3 მილიარდით აღემატება