© FT montage/Getty/Twitter
მსოფლიო
11/11/2021

ილონ მასკმა ამ კვირაში Tesla-ს $5 მლრდ-ის აქციები უკვე გაყიდა

Twitter-ის გამოკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ილონ მასკმა Tesla-ს $5 მილიარდის აქცია გაყიდა, რაც პირველი შემთხვევაა 5 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა, უნდა გაეყიდა თუ არა კომპანიაში თავისი მასიური წილი, ანუ 10% გადასახადის გადასახდელად. შედეგი იყო ცალსახად დიახ, რამაც ავტომწარმოებლის აქციები ორ დღეში 16%-ით შეამცირა. უცნობია აპირებს თუ არა მასკი გაყიდვების გაგრძელებას 10%-იანი ბარიერის დასაკმაყოფილებლად.–წერს, Bloomberg-ი.