მსოფლიო
15/02/2023

ილონ მასკის განცხადებით,TESLA-ს თითქმის $2 მლრდ-ის აქციები ქველმოქმედებას შესწირა

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ელონ მასკის განცხადებით, მან გასულ წელს თავისი ელექტრო მანქანების მწარმოებლის დაახლოებით $1,95 მლრდ-ის ღირებულების აქციები ქველმოქმედებას შესწირა.

$11.6 მილიონი აქციის შემოწირულობა აშშ-ს მარეგულირებელში აღწერილი იყო, როგორც "კეთილსინდისიერი საჩუქარი", თუმცა არ იყო მითითებული შემოწირულობის მიმღები.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში შეტანილმა დოკუმენტმა აჩვენა, რომ შემოწირულობა გასული წლის აგვისტო-დეკემბერში განხორციელდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  მასკმა Tesla-ს აქციები ქველმოქმედებას გადასცა. მან 2021 წელს დაახლოებით 5,74 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გასცა.

ილონ მასკმა გარკვეული პერიოდის წინ  Twitter-ზე განაცხადა, რომ აპირებდა $20 მილიონის შემოწირულობას კამერონის ოლქის სკოლებისთვის და $10 მილიონის გადაცემას ტეხასის ქალაქ ბრაუნსვილში არსებული ცენტრის რევიტალიზაციისთვის.