მსოფლიო
10/08/2022

ილონ მასკი Tesla-ს აქციებს ყიდის

ილონ მასკმა Twitter-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გამო Tesla-ს $6.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. 

BBC-ის ინფორმაციით, აქციები გასულ კვირას ფირმის აქციონერთა ყოველწლიური შეკრების შემდეგ გაიყიდა. საერთაშორისო გამოცემა ილონ მასკის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით, მას სჭირდება თანხა იმ შემთხვევაში, თუ Twitter-ის ყიდვა სასამართლოს ძალით მოუწევს. 

აქციების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მასკმა უპასუხა Twitter-ის საშუალებით მისთვის დასმულ კითხვას, დაასრულა თუ არა ტესლას აქციების გაყიდვა. მასკის რწმუნებით ის Tesla-ს აქციებს აღარ გაყიდის.