მსოფლიო
23/09/2021

ილონ მასკი: Dogecoin-ის ტრანზაქციების საფასური უნდა შემცირდეს

მილიარდერის აზრით, Dogecoin საფასური უნდა შემცირდეს, რათა კრიპტოვალუტა უფრო ფართოდ იქნას გამოყენებული საცალო შესყიდვებში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ განცხადებით, ილონ მასკმა აშკარად მიანიშნა AMC Entertainment Holdings Inc-ის გეგმებზე, Dogecoin-ით გადახდის მიღებასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ მაისში, მასკმა თქვა, რომ ის მუშაობს Dogecoin დეველოპერებთან "სისტემის გარიგების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად".

ბილი მარკუსი, Dogecoin-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ამჟამად პროექტზე აღარ მუშაობს, მასკის tweet-ს პასუხობს და ამ ინიციატივაში ეთანხმება.