იენს სტოლტენბერგი ევროპას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულის შემცირებისკენ მოუწოდებს
ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება.
„შეშფოთებულნი ვართ ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციით, ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის ერთ მიმწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობას და ამიტომ ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება მომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.