მსოფლიო
17/03/2022
IEA: რუსეთი, შესაძლოა, იძლებული გახდეს ნავთობის მოპოვება 30%-ით შეამციროს
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ვარაუდობს, რომ რუსეთი იძულებული გახდება ნავთობის მოპოვება 30%-ით შეამციროს.
IEA-ის შეფასებით, თუ საუდის არაბეთი და ნავთობის სხვა ექსპორტიორები ნავთობის მოპოვებას არ გაზრდიან, ეს ფაქტი გლობალურ ეკონომიკას ათწლეულების განმავლობაში პირველად, მიწოდების კრიზისს შეუქმნის. ამის შესახებ CNN წერს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პროგნოზირებს, რომ აპრილიდან რუსეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 3 მილიონი ბარელით შეამცირებს. ქვეყანა უკრაინაში შეჭრამდე დღეში 10 მილიონ ბარელს მოიპოვებდა და აქედან ნახევარი ექსპორტზე გაჰქონდა.
"გლობალურ ბაზრებზე რუსული ნავთობის ექსპორტის პოტენციური დანაკარგის შედეგები შეუფასებელია",- ციტირებს IEA-ის თვიური მოხსენებიდან CNN.