IATA: მგზავრებს ანტიგენზე დამყარებული ტესტებით მოგზაუროების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, მგზავრებს ნება მისცეს ანტიგენზე დამყარებული ტესტებით მოგზაურობა შეძლონ.
IATA-ს აზრით, ეს შეამცირებს ტესტირების დროსა და მგზავრობის ხარჯებს, სიზუსტე კი მაღალ დონეზე შენარჩუნდება, როგორც PCR ტესტების შემთხვევაში.
IATA-ს არგუმენტად მოჰყავს OXERA-სა და Edge Health-ის ჩატარებული კვლევები, რომლის თანახმადაც ანტიგენის სწრაფი ტესტები 1000 მოგზაურზე მხოლოდ ერთ დაინფიცირებულს ვერ “სცნობს” და PCR ტესტების მსგავსი ცდომილება აქვს ცრუ უარყოფით პასუხებთან მიმართებაში.
ასოციაცია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ავიაკომპანიებს აერთიანებს, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არსებული შესაძლებლობები PCR-ით მგზავრების ტესტირებისთვის, ტრაფიკის ზრდის შემთხვევაში საკმარისი არ იქნება.
ამასთან, მხოლოდ PCR ტესტების მოთხოვნა მნიშვნელოვნად აისახება მოგზაურთა ხარჯებზე.
თუ მთავრობები ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენებას დაუშვებენ, ეს მოგზაურების ხარჯებს 2-ჯერ შეამცირებს.