მსოფლიო
04/02/2021

IATA: ავიატვირთები 2020 წელს რეკორდულად შემცირდა

2020 წელს 2019 წელთან შედარებით ავიატვირთები 10.6%-ით შემცირდა, - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ავიატვირთების გლობალური ბაზრების შედეგები გამოაქვეყნა.

ასოციაციის ინფორმაციით, ეს იყო მოთხოვნის ყველაზე დიდი წლიური შემცირება მას შემდეგ, რაც 1990 წლიდან IATA-მ სატვირთო მიმოსვლის კონტროლი დაიწყო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების მოცულობა 11.8%-ით შემცირდა.

გლობალური გამტარუნარიანობა, სატვირთო კილომეტრებში იზომება, რაც 2020 წელს 23.3%-ით შემცირდა (-24.1%-ით საერთაშორისო გადაზიდვებში).

IATA-ს მონაცემებით, საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში – 21,3%, ევროპაში კლებამ 16% შეადგინა, ხოლო აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კი 15,2%. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, საჰაერო ტვირთების ნაკადი 2020 წელს 9,5%-ით შემცირდა. აფრიკაში კი 1%-ით გაიზარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ზრდამ 1,1% შეადგინა. 

”საჰაერო გადაზიდვები კრიზისს უფრო მარტივად გადალახავს, ვიდრე სამგზავრო გადაზიდვების ბიზნესი. მრავალი ავიაკომპანიისთვის, გადაზიდვები, მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო ავიაფლოტის უმეტესი ნაწილ გაჩერებულია, მოთხოვნის დაკმაყოფილება სიმძლავრის გათვალისწინების გარეშე კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

და რადგანაც COVID-19-ის ახალი მუტაციების ფონზე ქვეყნები მოგზაურობის და საზღვრის კვეთის შეზღუდვებს ამკაცრებენ, ძნელია იმის დანახვა, რომ სამგზავრო გადაზიდვები გაიზარდა ან საჰაერო ტვირთების ტევადობა შემცირდება. 2021 წელი კიდევ ერთი რთული წელი იქნება ”, –  განაცხადა IATA- ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჯუნიაკმა.