IATA 2021 წლისთვის საავიაციო ინდუსტრიის დანაკარგების პროგნოზს აუარესებს
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA), საავიაციო ინდუსტრიის დანაკარგების 2021 წლის პროგნოზი გამოაქვეყნა.
IATA-ს პროგნოზის მიხედვით, ავიაკომპანიები მოგებას ვერც 2021 წელს ვერ მიიღებენ, ეს იმ ფონზე, როდესაც ასოციაციის წინა პროგნოზის თანახმად ავიაკომპანიების მოგებაზე 2021 წლის მეოთხე კვარტალში გავიდოდნენ.
საბოლოო ჯამში, ზარალის პროგნოზი თითქმის გაორმაგებულია: 48 მლრდ დოლარიდან 75-95 მლრდ დოლარამდე.
ასეთი ნეგატიური ტენდენციები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბევრმა ქვეყანამ COVID-19-ის ახალი შტამების გავრცელების საპასუხოდ მოგზაურობაზე შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.
დღეისათვის ივლის-აგვისტოზე გრძელვადიანი შეკვეთები 78%-ით დაბალია, ვიდრე 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელი.
IATA მოვლენების შემდგომი განვითარების ორ ვარიანტს განიხილავს. ყველაზე ოპტიმისტური სცენარი გულისხმობს შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას მოსახლეობის ვაქცინაციის შემდეგ – ამ სიტუაციაში 2021 წლის მოთხოვნა 2019 წლის მაჩვენებლების 38%-ზე იქნება. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები დაკარგავენ 75 მილიარდ დოლარს.
პესიმისტური შედეგი მიანიშნებს იმაზე, რომ შეზღუდვების ფონზე ავიაკომპანიები 95 მლრდ დოლარს დაკარგავენ.