მსოფლიო
08/03/2021
Honda შეზღუდული რაოდენობით მე-3 დონის უპილოტო ავტომობილებს გაყიდის
Honda შეზღუდული რაოდენობის მე-3 დონის უპილოტო ავტომობილებს გაყიდის. ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით აღჭურვილი ფლაგმანი Honda Legend გადატვირთულ მაგისტრალზე ნავიგაციის საშუალებას იძლევა. მის უპილოტო სისტემას სხვადასხვა პირობებში აჩქარების, დამუხრუჭებისა და საჭის მართვის ფუნქვია გააჩნია.
მძღოლს შეეძლება უყუროს ფილმებს ან გამოიყენოს ნავიგაცია ეკრანზე, რაც საცობში მოძრაობისას დაღლილობისა და სტრესის შემცირებას შეუწყობს ხელს.
იაპონური ავტომწარმოებელი მოწინავე ტექნოლოგიების მქონე 100 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, რაც მე-3 დონის ტექნოლოგიით აღჭურვილი მანქანების მწარმოებელთა შორის Honda-ს ლიდერ პოზიციასთან დააახლოვებს. შეზღუდული რაოდენობის სერია Legend იაპონიაში 103,000 დოლარად გაიყიდება.