მსოფლიო
05/05/2022
Gucci კრიპტო გადახდებს მიიღებს
იტალიური მოდის სახლი Gucci მაისის ბოლოდან აშშ-ში კრიპტო გადახდების მიღებას დაიწყებს.– ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ძვირადღირებული მოდის ინდუსტრია ციფრული აქტივების მოსაპოვებლად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.
ნიუ-იორკის, ლოს ანჯელესის, მაიამის, ატლანტასა და ლას ვეგასის ზოგიერთ მაღაზიაში მომხმარებლები ციფრული ტოკენების გამოყენებას შეძლებენ.
თავდაპირველად მიიღება 10 ტოკენი, მათ შორის Bitcoin, Ether, Dogecoin და Shiba inu.