მსოფლიო
01/03/2022

Google-მა რუსეთის RT-ისა და Sputnik-ის YouTube არხები დაბლოკა

Google-მა რუსეთის სახელმწიფო მხარდაჭერილი მედია საშუალებების RT-ისა და Sputnik-ის YouTube არხები ევროპის მასშტაბით დაბლოკა.

ეს ნაბიჯი მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ შაბათს ვიდეო პლატფორმაზე რეკლამებიდან ფულის გამომუშავება აუკრძალა რამდენიმე რუსულ საინფორმაციო საიტს.

"უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ვბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია RT-თან და Sputnik-თან ევროპის მასშტაბით, რაც დაუყოვნებლივ ძალაში შედის",- ნათქვამია განცხადებაში.

YouTube-ის აკრძალვა მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, აკრძალოს რუსეთის სახელმწიფო მხარდაჭერილი მედია სატელევიზიო არხები.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაასახელა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის აუცილებლობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამართლების გამო.