მსოფლიო
09/02/2023
გასული კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა და 455.1 მლნ ბარელი შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინის მარაგები გაიზარდა 5.0 მილიონი ბარელით და შეადგინა 239.6 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 2,93 მილიონი ბარელით და 120.5 მლნ ბარელი შეადგინა.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა და 12,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში შეადგინა .