მსოფლიო
08/07/2020

გაყიდვების შემცირება Levi’s-ს 700 თანამშრომლის გათავისუფლებას აიძულებს

ამერიკული ჯინსის ბრენდი Levi Strauss პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისს ებრძვის და 700 სამუშაო ადგილს, ან კორპორატიული პერსონალის 15%-ს ამცირებს.

BBC-ის ცნობით, კომპანიის გაყიდვები ბოლო კვარტალში 62%-ით დაეცა და თანამშრომლების შემცირება ვირუსის გავლენისგან გამოწვეული "გაურკვევლობიდან გამომდინარე" აუცილებელი იყო.

Levi’s-ის თქმით, მყიდველები მაღაზიების გახსნისთანავე ბრუნდებიან. თუმცა, კომპანია მოელის, რომ გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად შემცირდება.

„კიდევ ბევრი გაურკვევლობა არსებობს“- განაცხადა Levi's-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიპ ბერგმა.

Levi's-მა სამი თვე (24 მაისამდე) 364 მლნ-ის ზარალით დაასრულა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი კომპანიის მოგება 29 მლნ იყო.

შემოსავალი, 2019 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 1.3 მილიარდიდან 498 მილიონამდე დაეცა.

Businesspartner