მსოფლიო
27/06/2022

G-7-ის ქვეყნები რუსულ ოქროზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავენ

მსოფლიოს შვიდი მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაეერთიანება G7 რუსულ ოქროზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

ზოგიერთი დასავლური ქვეყნების მზაობამ, რომ ოფიციალურად აკრძალოს ლითონის იმპორტი, რათა მოსკოვზე დაწესებული სანქციები გამკაცრდეს და რუსეთს უკრაინაში შეჭრის დაფინანსების საშუალებები შეუწყდეს, ფერადი ლითონის მიმართ ინტერესი გამოიწვია და ოქროს ფასიც გაიზარდა.

გამოცემა Times of India-წერს, რომ კვირას გაერთიანების სამიტზე, აშშ–მ, ბრიტანეთმა, იაპონიამ და კანადამ მკაფიოდ დააფისირეს მათი პოზიციები, რომ მხარს უჭერენ რუსულ ოქროზე შეზღუდვების დაწესებას. 

"ამ ზომას ექნება გლობალური მიღწევები და უზარმაზარ გავლენას მოახდენს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახსრების მოზიდვის უნარზე"– ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

ამ დროისთვის, ერთი უნცია ოქროს ფასი $1,838–ია.  

საერთო ჯამში, ოქრო რჩება 1,780-1,880$ დიაპაზონის ფარგლებში.

ფასები 1.2%-ით გაიარდა ვერცხლზეც და 1 უნციის ფასმა $21.4 შეადგინა, ასევე პლატინა 0.5%-ით გაზვიდა და $912 გახდა, ხოლო პალადიუმის ფასმა $1886.65–ს მიაღწია.

ცნობისთვის, G-7 ქვეყნების შემადგენლობაში შედის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია. G-7 ადრე მოიხსენიებოდა, როგორც G-8, სანამ რუსეთი 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიას მოახდენდა.