მსოფლიო
14/02/2023

Ford-ი დიდ ბრიტანეთში 1 300 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

Ford-ი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში 1 300 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რაც ქვეყანაში მისი მთლიანი მუშახელის მეხუთედია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული მსხვილი რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ავტომწარმოებელი მთელი ევროპის მასშტაბით მთლიანობაში 3 800 ადამიანს გაათავისუფლებს.

Ford-ი დეველოპერების გუნდს ამცირებს, ვინაიდან კომპანია გაურკვეველი ეკონომიკური მომავლის წინაშე დგას და ელექტრომობილების წარმოებაზე გადასასვლელად ემზადება.

დიდ ბრიტანეთში შემცირებების უმეტესობა კვლევით ცენტრ Dunton-ზე მოდის. ასეულობით სამუშაო პოზიცია  მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება.