მსოფლიო
19/01/2021

FlyUIA-მ COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის ორი Boeing-ი გამოყო

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA მზადაა COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ამ მიზნით Boeing 737 და Boeing 767 უკვე მოამზადა და შეკვეთებსაც ელოდება. 

“2021 წლის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში მოსახლეობის ვაქცინაციის აქტიური ეტაპი დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

საჭირო ტემპერატურის შესაბამისობის თავისებურებების გათვალისწინებით, ვაქცინის ტრანსპორტირება  საჰაერო გზით არის ყველაზე სწრაფი და საიმედო მეთოდი. ვაქცინების მიწოდების უზრუნველსაყოფად, FlyUIA-მ Boeing 737 და Boeing 767 მოამზადა თვითმფრინავები ვაქცინის ტვირთად გადასატანად. კარანტინის დაწყების დღიდან, FlyUIA-მ 870 ტონა სამედიცინო ტვირთი გადაზიდა”. განმარტავენ ავიაკომპანიაში. 

Businesspartner