მსოფლიო
10/12/2021

Fitch Ratings: გლობალური სახელმწიფო ვალი 2022 წლის ბოლოსთვის $91 ტრილიონს მიაღწევს

Fitch Ratings–ის პროგნოზით, სუვერენული საკრედიტო პირობები 2022 წელს გაუმჯობესდება.

სარეიტინგო სააგენტოს მიხედვით, გლობალური სახელმწიფო ვალი 2022 წლის ბოლოსთვის $91 ტრილიონს მიაღწევს, რაც დაახლოებით გლობალური მშპ-ის 92%-ის ექვივალენტურია.

სარეიტინგო მიმოხილვის განაწილებისას ნეგატიური პერსპექტივები პოზიტიურის რაოდენობას აღემატება. Fitch ელოდება, რომ ნეგატიური პერსპექტივების რაოდენობის მუდმივი, ეტაპობრივი შემცირება 2022 წელს მოხდება.

როგორც Fitch Ratings წერს, თითქმის ყველა სუვერენულ სახელმწიფოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია, მონეტარული პოლიტიკა სხვადასხვა ეტაპზეა. ასევე, მთლიანი გავლენა ვალის ტრაექტორიებზე დამოკიდებულია ნომინალური მშპ-ის შედარებით ძლიერ ზრდაზე, ისევე როგორც პირველადი ბალანსის პოზიციებზე.

Businesspartner