მსოფლიო
16/09/2020
FedEx-ი ტარიფებს ზრდის, დღესასწაულების პერიოდში კი დამატებით 70 000 ადამიანს დაასაქმებს
FedEx 2020 წლის დღესასწაულების პერიოდისთვის დამატებით 70 000 თანამშრომლის აყვანას გეგავს.
CNN-ის ცნობით, საერთაშორისო მიწოდების სამსახურში ახალ თანამშრომელთა უმეტესობა სეზონურად დასაქმდება.
„ჩვენი გუნდის 500 000-ზე მეტი წევრი დღესასაწაულის პერიოდისთვის ემზადება, ჩვენც 2020 წლის დღესასწაულების პერიოდში ჩვენს გლობალურ ქსელში კვლავ გზავნილების დიდ რაოდენობას ველით,“ - აცხადებს FedEx.
თუმცა დამატებული დასაქმებულები არ არის ერთადერთი ცვლილება, რის განხორციელებასაც FedEx გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ 2021 წლის იანვარში გაიზრდება გადაზიდვის ტარიფებიც.
პანდემიის შემდგომ საგრძნობლად გაიზარდა გზავნილების მოცულობა, ვინაიდან ადამიანების უმეტესობა სახლიდან მუშაობს და შესაბამისად გაზრდილია ონლაინ შეკვეთების რაოდენობაც.