ფარმაცევტული გიგანტები რუსულ ბაზარს ტოვებენ და უკრაინას უპირობო დახმარებას პირდებიან
დამპყრობლებმა უკვე უკრაინის 117 საავადმყოფო დააზიანეს, მათ შორის შვიდის აღდგენა შეუძლებელია. მათ ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო დახმარების 43 მანქანას, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და თავისი ეფექტიანი ქმედებებით აჩვენებს, რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ და თან – სწრაფად და გაჭიანურების გარეშე – ოკუპანტებმა (მინისტრი მინიშნებასაც აკეთებს: „რუსეთი სამხედრო გემი უკვე იქაა“).
ამასთანავე, ლიაშკოს ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, საავადმყოფოებს 7 ახალი ანგიოგრაფი მიაწოდეს, ხარკოვში კი სასწრაფო დახმარების 18 ახალი ავტომობილი ჩავიდა.
„ჩვენ აღვადგენთ ჩვენ ინფრასტრუქტურას, ოკუპანტები კი წავლენ…“ – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
„უკრინფორმის“ ინფორმაციით, მინისტრმა მიიღო უკრაინის უპირობო მხარდაჭერის წერილები მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლებისგან – „ფაიზერისა“ და ფრანგული „სინოფისგან.“ მას შეუერთდა კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებისა ინსულინის ფრანგული მწარმოებელი Eli Lilly. ამ კომპანიებმა უკვე შეზღუდეს თანამშრომლობა რუსეთთან, გააჩერეს მარკეტინგული და საინვესტიციო პროგრამები, შეწყვიტეს ახალი კლინიკური კვლევები რუსულ ბაზარზე.
მინისტრის თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ქვეყნის ფარმაცევტულ ქარხნებთან და უკრაინა შეძლებს პრეპარატების წარმოებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოკუპანტები რომელიმე ქარხანაში წარმოებას გაანადგურებენ.
მინისტრის ინფორმაციით, დაავადებული ბავშვების მეხუთე ჯგუფი, 109 ბავშვის შემადგენლობით უკვე გაემგზავრა უკრაინელი და პოლონელი ექიმებისა და მესაზღვრეების დაცვით.
„ოკუპანტებო, დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში უკრაინელი ბავშვების ტანჯვის გამო. ვმუშაობთ,ავაშენებთ, გავიმარჯვებთ!“ – წერს ვიქტორ ლიაშკო.