Facebook-ის საფონდო ბირჟის ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა
მას შემდეგ, რაც ტექნიკურმა გიგანტმა აშშ-ს მარეგულირებლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო, Facebook-ის საფონდო ბირჟის ღირებულებამ $1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
BBC-ის ცნობით, ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი სარჩელი ფედერალური სავაჭრო კომისიის და სახელმწიფოთა კოალიციისგან, რის გამოც Facebook-ის აქციები 4,2%-ით გაიზარდა.
Facebook-ს კონკურენციის ჩახშობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მოსამართლე ჯეიმს ბოასბერგმა დაადგინა, რომ FTC-ს საწინააღმდეგო საჩივარი სოციალური ქსელის გიგანტის მიმართ ბუნდოვანი იყო და სავარაუდო დარღვევები ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა.
”FTC-ს საჩივარში თითქმის არაფერია ნათქვამი საკვანძო კითხვაზე, თუ რამდენად დიდი ძალა ჰქონდა Facebook-ს სინამდვილეში განსაზღვრულ ანტიმონოპოლური ქმედებებისთვის, ფაქტები იურიდიულად არასაკმარისია,“ - წერს მოსამართლე ბოასბერგი.
ანალიტიკოსის აზრით, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს აშშ-ში კონკურენციის საწინააღმდეგო კანონის მომავალზე. მაკონტროლებელ ორგანიზაციას შეუძლია 28 ივლისამდე ხელახლა წარადგინოს ბრალდება.
ამასთან, ინვესტორებმა ეს მიიჩნიეს Facebook-ის მნიშვნელოვან გამარჯვებად, რაც აქციების ფასს უფრო მაღლა აყენებს. სხვა ტექნიკური გიგანტების - Apple-ის, Google-ის მფლობელის Alphabet-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის ღირებულებებმა უკვე გადააჭარბა $1 ტრილიონს, – წერს BBC-ი.