მსოფლიო
24/02/2022
ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია – დიმიტრი კულება მსოფლიოს მოქმედებისკენ მოუწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ Twittert-ის გვერდზე მსოფლიოს მოქმედებისკენ მოუწოდა.
"მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია"–წერს, დიმიტრი კულება.
მან შესასრულებელი მოქმედებების სია გამოაქვეყნა:
1. დამანგრეველი სანქციები რუსეთზე NOW, SWIFT-ის ჩათვლით
2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში
3. იარაღი, აღჭურვილობა უკრაინისთვის
4. ფინანსური დახმარება
5. ჰუმანიტარული დახმარება
რუსეთმა უკრაინაში ომი გამთენიისას დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების ხმა ისმის უკრაინის ყველა ქალაქში, მათ შორის კიევშიც.
უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.