მსოფლიო
25/02/2022

ევროკავშირი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვისთვის ემზადება

Financial Times-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. 
 
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი ემზადება ვლადიმერ პუტინისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვისთვის, რაც სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში მოხდება.
 
საგარეო საქმეთა მინისტრები იმედოვნებენ, რომ სანქციების პაკეტს დღეს დღის მეორე ნახევარში დაამტკიცებენ, რუსეთის ბანკებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგ რიგ ზომებთან ერთად. პუტინი და ლავროვი არ დაექვემდებარებიან მოგზაურობის აკრძალვას ამ ზომების მიხედვით, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, ღია დარჩეს სიმბოლური დიპლომატიური შესაძლებლობები.
Financial Times-ი ამ ამბავს ამ საკითხში ცნობილ ოთხი პირზე დაყრდნობით აქვეყნებს.