მსოფლიო
21/10/2021

ETF-ის გამოშვებამ ბიტკოინის ფასი გაზარდა

ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 66 ათას დოლარს გადააჭარბა. ეს კრიპტოვალუტის ღირებულების ყველაზე მაღალი ნიშნულია. ბიტკოინის ფასმა უმაღლესი ნიშნული აპრილშიც დააფიქსირა. მაშინ ერთი ბიტკოინი 63 ათასი დოლარი ღირდა.

ბოლო დღეებში დაფიქსირებულ ფასთა მატებას სპეციალისტები ბიტკოინის პირველი ETF-ის გამოშვებას უკავშირებენ. ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდა ბიტკოინის პირველი exchange traded fund. ფინანსური პროდუქტის ნაირსახოება, რომელიც საშუალებას აძლევს ბროკერს პროდუქტი საფონდო ბირჟაზე გადაყიდოს.

„ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე პირველად დაილისტა ბიტკოინის ETF. ეს არის ე წ. exchange traded fund, რომელიც ფინანსური პროდუქტის ნაირსახეობაა და საშუალებას აძლევს ბროკერს ბიტკონის კოლატერალით ეს ფინანსური პროდუქტი გადაყიდოს საფონდო ბირჟაზე. ბაზარი თავიდანვე პოზიტიურად შეხვდა ამ სიახლეს და პირველივე 24 საათში სავაჭრო მოცულობამ 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ კარგი მოანაცემი იყო. უახლოესი დღეები საინტერესო იქნება - როგორი იქნება ამ ETF-ით დაინტერესება. ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე დალისტვა საშუალებას აძლევს ბევრ მსხვილ ინსტიტუციურ ინვესტორს რომელსაც აქამდე კრიპტობირჟებთან წვდომა არ ჰქონდა, პირდაპირ საფონდო ბირჟით გააკეთონ ინვესტიცია ბიტკოინში. ეს დაინტერესებაც ერთგვარი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, როგორი იქნება ფასი დინამიკაში,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კრიპრობირჟა „კრიპტალის“ დამფუძნებელმა იოსებ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთ პერსპექტიულ კრიპტოვალუტად ეთერიუმი მიიჩნევა - უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ეთერიუმ 2.0 ვერსიის ჩაშვება. მისი ტექნოლოგია დაფუძნებული იქნება proof of state პროტკოლზე, რაც ამჟამად, ბლოკჩეინზე არსებული საკომისიო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. ეს კი თავის მხრივ, ეთერიუმის ფასის ზრდაზე აისახება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023