მსოფლიო
31/10/2021

ეთერიუმის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

CoinDesk-ის მონაცემებით, ეთერიუმის ფასმა 4,400 აშშ დოლარს მიაღწია.

ციფრულმა აქტივის ფასმა 4,8%-მდე მოიმატა და $4,459-ს მიაღწია, რაც მაისის $4,379-იან რეკორდს აჭარბებს. მონეტა ნიუ იორკში 14:41 საათისთვის დაახლოებით $4,387-ით ივაჭრებოდა. გაიზარდა სხვა მონეტების, მათ შორის Binance Coin-ის და Solana-ს ფასიც. CoinGecko.com-ის მონაცემებით, ეთერიუმის საბაზრო ღირებულება ახლა $520 მილიარდს აჭარბებს.

ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკოინზე ფართო გამოყენება ექნება.

Businesspartner