მსოფლიო
02/12/2020

ენტონი ფაუჩი: პანდემია მაშინ დასრულდება როცა მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია მოხდება

როგორც აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ Facebook-ის გენერალურ დირექტორთან, მარკ ცუკემბერგთან ინტერვიუში განაცხადა, კოვიდ პანდემია იქამდე არ დასრულდება, სანამ მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია არ მოხდება.

მისი თქმით, რესპირატორული დაავადებების უსაფრთხო მკურნალობის მეთოდის დანერგვის დაწყება 2020 წლის ბოლოდანაა პროგნოზირებული. ფაუჩის თქმით, იმისათვის, რომ დაცვა ნამდვილად ეფექტური იყოს, ვაქცინა აშშ-ს მოსახლეობის 75-85%-მა უნდა გაიკეთოს.

„ვისურვებდი, რომ 2021 წლის მეორე კვარტლამდე აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებული იყოს. ამ გზით შევძლებთ, რომ შემოდგომის დასაწყისისთვის ბავშვებისთვის სკოლაში წასვლა იყოს უსაფრთხო, მასწავლებლებს აღარ ეშინოდეთ ინფიცირების, დავუბრუნდეთ სტაბილურ ეკონომიკას, გავხნათ რესტორნები - ესაა რის ნახვასაც ვისურვებდი,“ - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

თუმცა, წამყვანი მეცნიერის თქმით, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება თუ მოსახლეობის უმრავლესობა არ გაიკეთებს ვაქცინას. ფაუჩის განმარტებით, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინას, მით უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხე მოსახლეობაში, რაც შეამცირებს ინფიცირების მაჩვენებელს.

„სანამ ხარ დაუცველი, შენ ხარ პრობლემის და არა გადაწყვეტის ნაწილი. როდესაც ხარ დაცული ხარ სხვა ადამიანი, რომელზეც ვირუსი ვერ იქონიებს გავლენას. მაშინ, როდესაც დაუცველი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ არ აღგენიშნებათ ბევრი სიმპტომი, ფაქტი, რომ ხართ ინფიცირებული ნიშნავს, იმას, რომ უნებლიედ ხართ ვირუსის გამავრცელებელი. თუ გსურს, რომ იყო გადაწყვეტის ნაწილი - გაიკეთე ვაქცინა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ მარკ ცუკემბერგთან ინტერვიუში.

აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, გამოწვევა იქნება ხალხის დარწმუნება ჩაიტარონ ვაქცინაცია.

„რადგან, თუ თქვენ გაქვთ მაღალეფექტური ვაქცინა, თუმცა ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 50%, თქვენ ვერ მოექცევით დაცვის ქოლგის ქვეშ,“ - განმარტა ფაუჩიმ.

ცნობისთვის, ფაუჩის თქმით, ამერიკელებს ვისაც კორონა ვირუსის ვაქცინის გაკეთბა სურთ, ამის შესაძლებლობა მომავალი წლის აპრილში ან მაისში მიეცემათ. მისი განმარტებით, მაღალი პრიორიტეტების მქონე პირები - მათ შორის აუცილებელი მუშაკები, ჯანდაცვის პროვაიდერები და მაღალი რისკის მქონე პირები, პირველები მიიღებენ ვაქცინას დეკემბერში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023