მსოფლიო
04/03/2022

დმიტრი კულება: ნუ მისცემთ პუტინს უფლებას უკრაინა სირიად აქციოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრაში.
როგორც კულება Twitter–ზე წერს, მისი მთავარი მესიჯი იყო – იმოქმედე ახლა, სანამ გვიან არ არის.
 
"ნუ მისცემთ პუტინს უფლებას უკრაინა სირიად აქციოს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. მაგრამ ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან კონკრეტული, გადამწყვეტი და სწრაფი ქმედებებით, ახლა."–აცხადებს დიმიტრი კულება.