მსოფლიო
09/02/2023

Disney 7000 თანამშრომელს ათავისუფლებს

თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება არის $5,5 მილიარდის დაზოგვის გეგმის ნაწილი, რომ Disney+-ის სტრიმინგის სერვისი მომგებიანი გახადოს, სადაც მომხმარებლების კლება 2019 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. - წერს BBC.

"დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ ჩვენი თანამშრომლების ნიჭსა და თავდადებას მთელ მსოფლიოში. ცვლილებები მოგვცემს უკეთესად პოზიციონირების საშუალებას, მომავალი შეფერხებისა და გლობალური ეკონომიკური გამოწვევების წინააღმდეგ. ეს რეორგანიზაცია გამოიწვევს უფრო ეკონომიურ, კოორდინირებულ მიდგომას ჩვენი ოპერაციების მიმართ,"-განაცხადა Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა.

შემცირებული სამუშაო ადგილები კომპანიის სამუშაო ძალის დაახლოებით 3.6%-ს შეადგენს მთელს მსოფლიოში.

ამავდროულად, Disney-მ განაცხადა, რომ გაყიდვები 8%-ით გაიზარდა გასული წლის ოქტომბრი-დეკემბერში და  $23,5 მლრდ-მდე შეადგინა.

თუმცა, Disney+-ის  $1.5 მილიარდიანმა ზარალმა და ბოლო 1 წლის მანძილზე არსებულმა გამოწვევებმა კომპანიის დღის წესრიგში ცვლილებების საჭიროება დააყენა.