მსოფლიო
24/02/2022

დიმიტრი კულება: უკრაინა იბრძვის, უკრაინა თავს დაიცავს, უკრაინა გაიმარჯვებს

დიმიტრი კულებამ მთელს მსოფლიოში უკრაინელებს მიმართა, რომ პუტინი თავს დაესხა ქვეყანას, მაგრამ არავინ გარბის. ჯარი, დიპლომატები, ყველა მუშაობს.

"უკრაინა იბრძვის. უკრაინა თავს დაიცავს. უკრაინა გაიმარჯვებს. გააზიარეთ სიმართლე თქვენს ქვეყნებში პუტინის შემოჭრის შესახებ და მოუწოდეთ მთავრობებს სასწრაფოდ იმოქმედონ."–განაცხადა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსეთმა უკრაინაში ომი გამთენიისას დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების ხმა ისმის უკრაინის ყველა ქალაქში, მათ შორის კიევშიც.

Businesspartner