მსოფლიო
24/02/2022
დიდი ბრიტანეთი რუსეთისთვის უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვის ემზადება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უმცროსი მინისტრის, ჯეიმზ კლევერლის განცხადებით, ინგლისი რუსეთისთვის უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა BBC-ისა და სხვა უცხოურ მედიასაშუალებებს განუცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, სანქციების ნაწილი დღეს ამოქმედდება, ხოლო ნაწილი მოვლენების განვითარების შესაბამისად დაანონსდება.
"ეს იქნება ყველაზე დიდი და მძიმე სანქციები, რაც რუსეთს როდესმე უნახავს",- განაცხადა ჯეიმზ კლევერლმა SkyNews-თან. მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს.