მსოფლიო
24/02/2022

დავით ზალკანიანი: მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

დავით ზალკანიანის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესია სრულიად აუტანელია.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია."–წერს ზალკანიანი.