მსოფლიო
25/01/2021

COVID ვაქცინების ავიაგადამზიდავებს პრიორიტეტის კოდი მიენიჭებათ

EUROCONTROL-ი COVID-ვაქცინების ტრანსპორტირების ხელშეწყობას ცდილობს. კერძოდ, ავიაგადამზიდავებისთვის სპეციალური კოდი  STS/ATFMX RMK/VACCINE შემუშავდა.

რეისებს, რომლებიც აღნიშნული კოდით ისარგებლებენ, სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს.

EUROCONTROL-ის ცნობით, ცალკეული ვაქცინებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიწოდების შეფერხების თავიდან აცილება. ახალი კოდის გამოყენება 28 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.