ჩინეთში წარმოებული რობოტები დაბერებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
ლითონის გრძელი კიდურებით, მავთულებით აწყობილი უსახო რობოტი შეიძლება ასაკოვანი თაობის მომდევნო მომვლელი იყოს. ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც შექმნილია შანხაიში, Fourier Intelligence-მა წარადგინა. მისი შემქმნელების განმარტებით, ეს არის ტექ-ინდუსტრიის ძალისხმევა შეებრძოლოს მოსახლეობის დაბერებას.
კომპანიის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი ზენ კოჰი რობოტიკას სამედიცინო სერვისებზე მზარდი მოთხოვნილების წინააღმდეგ საბრძოლველად მოიაზრებას - იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე მომვლელების მიწოდება მცირდება.
სამედიცინო ტექნოლოგია უკვე იყენებს რობოტებს, რომლებიც ფიზიკურ თერაპიაში პაციენტებს ხელებისა და ფეხების დაჭერაში და მოძრაობაში ეხმარებიან.
„ჰუმანოიდი რობოტები დარჩენილ ხარვეზს ავსებენ. საბოლოოდ კი, პაციენტებს ექნებათ ავტონომიური რობოტიკა, რომელიც მათთან ურთიერთქმედებს”- ამბობს ზენ კოჰი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანოიდი რობოტი ჯერ კიდევ კვლევისა და განვითარების ფაზაშია, კოჰი იმედოვნებს, რომ 2-3 წელიწადში სამუშაო პროტოტიპი მზად იქნება.
მიზანია შემუშავდეს ისეთი რობოტი, რომელსაც შეეძლება პაციენტები საწოლიდან ინვალიდის ეტლამდე გადაიყვანოს და დაეხმაროს საგნების მიწოდებაში.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პროგნოზით, 2035 წლისთვის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების კატეგორია 280 მილიონიდან 400 მილიონზე მეტად გაიზრდება. გაეროს ანგარიშების მიხედვით, 65 წელს გადაცილებული გლობალური მოსახლეობის წილი 2022 წელს 10% იყო. ეს მაჩვენებლი 2050 წელს 16%-მდე გაიზრდება.