მსოფლიო
20/10/2020
ჩინეთში საჰაერო გზით გადაყვანილი გამგზავრთნაკადის რაოდენობა COVID-ამდელ მაჩვენებლებს გაუთანაბრდა
ჩინეთში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი გამგზავრთნაკადის რაოდენობა COVID-19-მდე არსებულ მაჩვენებლებს თითქმის გაუთანაბრდა.
როგორც Avianews.ge წერს, სექტემბერში ქვეყნის ავიაკომპანიები 47,75 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლების 98%-ია.
ჩინეთის საავიაციო ხელისუფლების მონაცემებით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადი 5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საჰაერო გზით სატვირთო გადაზიდვებს,სექტემბერში ჩინეთში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 665 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთების 96,4%-ია.