მსოფლიო
08/02/2021

ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები ახალი ანტიმონოპოლური წესების პირისპირ

ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები ახალი ანტიმონოპოლური წესების წინაშე აღმოჩნდენ. 

ახალი გაიდლაინების გამოჩენა, რომელიც კვირიდან ამოქმედდა, უკავშირდება მარეგულირებელი ორგანოების მცდელობას, მიიღონ მტკიცე ზომები ანტიკონკურენტულ ქმედებასთან დაკავშირებით.

წესები მიზანი ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტების Alibaba და JD.com ბაზარზე დომინანტური პოზიციების გამოყენების შეჩერებაა. კერძოდ, ახალი წესების თანახმად, ელექტრონული კომერციის პლატფორმებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა მოვაჭრეეები აიძულონ ექსკლუზიურად მხოლოდ მათთან ივაჭრონ.

ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციას (SAMR) სურს შეაჩეროს არასახარბიელო სავაჭრო და საფასო პოლიტიკა. ახალი პირობები ითვალისიწნებს ტექნოლოგიების შეზღუდვისა და მონაცემთა და ალგორითმების გამოყენებას ბაზარზე მანიპულირების მიზნით.

გაიდლაინები ასევე შეეხება ფინანსური ტექნოლოგიებისა და გადახდების კომპანიებსაც.

 

 

ფოტო: 25hournews.com